Tuesday, June 5, 2012

ვაზის თავისებურება

ვაზის თესლით ანუ წიპწით გამრავლების შემთხვევაში მას უვითარდება ერთი მთავარი ფესვი, რომელიც ვეგეტაციის პერიოდში იტოტება და წარმოქმნის რამდენიმე წყება ფესვებს. გაღივებული წიპწის ჩანასახიდან ვითარდება მთავარი ფესვი და იწყებს განვითარებას შვეულად. ყელის გამსხვილებულ ნაწილზე წარმოიშვება ფესვის პირველადი განტოტება. ისინი ნიადაგში მიემართება დახრილად. შემდეგ ვითარდება მეორადი წყება ფესვების, რომელიც უფრო წვრილია, მესამე წყება ფესვების მოკლეა, შემდეგ შეიძლება განვითარდეს მეოთხე და მეხუთე წყება ფესვებიც. მთავარი ფესვი ხსირად ერთ მეტრს და მეტს აღწევს. ვაზის რქით გამრავლების შემთხვევაში მას თავიდანვე მუხლიდან უვითარდება ფესვთა სისტემა. ვაზის რქაზე ფესვების წარმოშობა ხდება ყოველი მუხლის ზონაში, წრისებურად ან თანაბრად. ვაზი ეკუთვნის მხვიარა მცენარეთა ჯგუფს და ამიტომ იგი განვითარებისათვის საჭიროებს საყრდენზე დამაგრებას. ვაზის სიმაღლემ შეიძლება მიაღწიოს 15_22 მეტრს. იგი ახლოს მდგომ მცენარეს ემაგრება პწკალით ან ულვაშით. ვაზს ახასიათებს ტანის ანუ შტამის განვითარება. ვაზის შტამი მის მთელ სიგრძეზე უთანაბროდაა განვითარებული და ფორჩხების თავისებურებების მიხედვით მასზე განვითარებულია მხარი და ფხა. მხარი უშუალოდ ვაზის ტანზეა დაკავშირებული და აღზრდასთან დაკავშირებით მისი რაოდენობა და სიგრძეც სხვადასხვაგვარია. რქა ვაზის ერთწლიან ნაზარდს წარმოადგენს. ამ სახელს იგი ატარებს გახევების ანუ დამწიფების შემდეგ, მანამდე მას ყლორტი ეწოდება. ყლორტი წარმოიშვება რქაზე არსებული კვირტიდან. ახალგაზრდა ყლორტზე ვითარდება ფოთლები, კვირტები, პწკარები, ნამხრევები და ყვავილედები.ფოთოლი ვაზისათვის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა. ფოთოლი შედგება ყუნწისა და ფირფიტისაგან. ფირფიტა შეიძლება იყოს მომრგვალო, ოვალური ან გრძელი. ყუნწის შეერთების ადგილიდან გამოდის ძირითადი ძარღვები. შემდეგ იტოტება და ქმნის ძარღვიან ბადეს. ვაზის ფირფიტისათვის დამახასიათებელია დანაკვთულობა, რაც უშუალოდ დამოკიდებულია ჯიშის ნიშან-თვისებებზე.

ქართული ღვინო უცხოეთში

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს ქართული ღვინის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37.7%-ით გაიზარდა და 54.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უფრო ზუსტად კი მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა. თუმცა, 2011წელს გაზრდილი მაჩვენებელიც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულს, - 2005 წელს, ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 81 მილიონი აშშ დოლარი იყო - 41,6 მილიონი ლიტრი. 2011 წლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 2.5% შეადგინა, ხოლო ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 16.9 მილიონ ლიტრს მიაღწია. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 12.1 მილიონი ლიტრი იყო. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქართული კომპანიებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო “თბილღვინომ” გაიტანა, რომელმაც იანვარ-ივლისში უცხოეთში 1 მლნ. 231 ათას 380 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. უცხოეთის ბაზარზე აქტიურად იმუშავა და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილზეა “ტიფლისკი ვინნი პოგრებ”, რომელმაც უცხოეთის ბაზრებზე 829 ათას 600 ბოთლი ღვინო გადაზიდა. საქართველოში ღვინის რეალიზაცია მრავალი პრობლემის წინაშე დგას, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ. მართალია, ამ პერიოდში ქართული ღვინის ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა და მომხმარებელს უკვე რამდენიმე დასახელების კარგი ღვინის შეძენა შეუძლია, მაგრამ ამით გაყიდვებს ბევრი არაფერი ეშველა. ღვინის დისტრიბუციაში წყალგამყოფად ორი წლის წინანდელი ომი შეიძლება ჩაითვალოს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი რამდენჯერმე შემცირდა და ამან ღვინის რეალიზაციას დიდი დაღი დაასვა. თბილისის ღვინის მაღაზიებში ამბობენ, რომ ომის შედეგებს დღემდე იმკიან და რეალიზაცია ძალიან შეუმცირდათ. ამან საშიში ტენდენციის სახეც კი მიიღო.

Thursday, April 19, 2012

ქართული ღვინის კულტურა

ვაზი და ღვინო

ქართული მეღვინეობის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთა. ყურძნის მოყვანისა და მეღვინეობის ტრადიციებთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქართულ ვაზს ჯერ კიდევ გენიალური ჰომეროსი იცნობდა. ასევე კარგად იცნობდნენ მას ანტიკური სამყაროს სხვა დიდი ადამიანებიც. ვაზის მრავალფეროვნებამ და კულტურულმა ტრადიციებმა მისცა საფუძველი მსოფლიოს ბევრ გამოჩენილ მეცნიერს,ჩვენს დროში ამტკიცონ, რომ კულტურული ვაზის ჯიშების სამშობლო საქართველოა და შემდეგ მოედო იგი ევრიპის ბევრ ქვეყანას. ასევე ამტკიცებენ, რომ სიტყვა ,, ღვინო” ქართული წარმოშობისაა. ვაზის კულტურისა და ღვინის დაწენების ისტორია უძცელესი დროიდან დაკავშირებული იყო კაცობრიობის ისტორიასთან. ძველთაგანვე ყურძნის მტევნები და ღვინო მეგობრობსია და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლებოდა. საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხი სიყვარულით უვლიდა ვაზს, ქმნიდა და თაობიდან თაობას გადასცემდა სულ უფრო სრულყოფილ აგროტექნიკას და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

ქართული ღვინო უცხოეთში

mindmap