Tuesday, June 5, 2012
ქართული ღვინო უცხოეთში
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს ქართული ღვინის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 37.7%-ით გაიზარდა და 54.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უფრო ზუსტად კი მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა. თუმცა, 2011წელს გაზრდილი მაჩვენებელიც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულს, - 2005 წელს, ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 81 მილიონი აშშ დოლარი იყო - 41,6 მილიონი ლიტრი.
2011 წლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 2.5% შეადგინა, ხოლო ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 16.9 მილიონ ლიტრს მიაღწია. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 12.1 მილიონი ლიტრი იყო.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქართული კომპანიებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო “თბილღვინომ” გაიტანა, რომელმაც იანვარ-ივლისში უცხოეთში 1 მლნ. 231 ათას 380 ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა. უცხოეთის ბაზარზე აქტიურად იმუშავა და ექსპორტის მიხედვით მეორე ადგილზეა “ტიფლისკი ვინნი პოგრებ”, რომელმაც უცხოეთის ბაზრებზე 829 ათას 600 ბოთლი ღვინო გადაზიდა.
საქართველოში ღვინის რეალიზაცია მრავალი პრობლემის წინაშე დგას, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ. მართალია, ამ პერიოდში ქართული ღვინის ხარისხი შესამჩნევად გაიზარდა და მომხმარებელს უკვე რამდენიმე დასახელების კარგი ღვინის შეძენა შეუძლია, მაგრამ ამით გაყიდვებს ბევრი არაფერი ეშველა.
ღვინის დისტრიბუციაში წყალგამყოფად ორი წლის წინანდელი ომი შეიძლება ჩაითვალოს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი რამდენჯერმე შემცირდა და ამან ღვინის რეალიზაციას დიდი დაღი დაასვა. თბილისის ღვინის მაღაზიებში ამბობენ, რომ ომის შედეგებს დღემდე იმკიან და რეალიზაცია ძალიან შეუმცირდათ. ამან საშიში ტენდენციის სახეც კი მიიღო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment