Thursday, April 19, 2012
ვაზი და ღვინო
ქართული მეღვინეობის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთა. ყურძნის მოყვანისა და მეღვინეობის ტრადიციებთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქართულ ვაზს ჯერ კიდევ გენიალური ჰომეროსი იცნობდა. ასევე კარგად იცნობდნენ მას ანტიკური სამყაროს სხვა დიდი ადამიანებიც. ვაზის მრავალფეროვნებამ და კულტურულმა ტრადიციებმა მისცა საფუძველი მსოფლიოს ბევრ გამოჩენილ მეცნიერს,ჩვენს დროში ამტკიცონ, რომ კულტურული ვაზის ჯიშების სამშობლო საქართველოა და შემდეგ მოედო იგი ევრიპის ბევრ ქვეყანას. ასევე ამტკიცებენ, რომ სიტყვა ,, ღვინო” ქართული წარმოშობისაა.
ვაზის კულტურისა და ღვინის დაწენების ისტორია უძცელესი დროიდან დაკავშირებული იყო კაცობრიობის ისტორიასთან. ძველთაგანვე ყურძნის მტევნები და ღვინო მეგობრობსია და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლებოდა. საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხი სიყვარულით უვლიდა ვაზს, ქმნიდა და თაობიდან თაობას გადასცემდა სულ უფრო სრულყოფილ აგროტექნიკას და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.
Labels:
ღვინო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment