Tuesday, April 10, 2012

ღვინის და საქართველო

ღვინო არის ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის პერმენტებით. თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მაგალლითად: ქლიავის,შვი მაყვლის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის. ქართული მეღვინეობის ისტორია განუყრელად დაკავშირებულია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან, ყურძნის მოყვანისა და მეღვინეობის ტრადიციებთან, რომელიც საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ჩვენს დროში ამტკიცონ, რომ კულტურული ვაზის ჯიშების პირველი სამშობლო სწორედ საქართველოა და აქედან მოედო იგი შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანას; ამტკიცონ, რომ თვით სიტყვა "ღვინო" ქართული წარმოშობისაა.
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გარდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.
საქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის სამშობლოდ შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრება უფრო ძველ და უნიკალურ მასალას მიაგნო, რის შედეგადაც, სწორედაც რომ, საქართველო იქნა აღიარებული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიულ სამშობლოდ.

No comments:

Post a Comment